ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებას ავრცელებს

2024-05-30 12:55:45

ჯივიპი რუსთავში, მეგობრობის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას ასრულებს.

ხვალ, 31 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.  

მეგობრობის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში 1400 მეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდა, 15 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 11 საკვანძო ჭა და ერთი ერთეული სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო, რაშიც  კომპანიამ  1,8 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

წყალმომარაგების ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 31 მაისს, 15:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 31 მაისს 15:00 საათიდან 01 ივნისის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:  

ქალაქ რუსთავში: ახმეტელის ქუჩას, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩებს გასასვლელებით, თოდრიას ქუჩას ჩიხებით; მეგობრობის გამზირის ნაწილს და I, II გასასვლელს, კლდიაშილისა და ფალიაშვილის ქუჩების ნაწილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებ-ვერდის საშუალებით.