რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-05-29 20:23:33

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მაისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში სააკაძის ქუჩაზე #5 კორპუსს, გაგარინის ძველი ტექნიკუმის #3 კორპუსს, ბათუმის ქუჩის #36 კორპუსს, მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული კორპუსების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.