რუსთავის საკრებულოში მე-7 მოწვევის საკრებულოს 34-ე სხდომა გაიმართა.
სხდომის დაწყებამდე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა განცხადება გააკეთეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ბოიკოტს აცხადებენ და სხდომა დატოვეს. დეპუტატები არ დაესწრებიან საკრებულოს და კომისიების სხდომებს.
სხდომაზე დეპუტატებს 21 საკითხი მერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ მუზაშვილმა, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა კობა ძლიერაშვილმა, ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გია ანთაურმა წარუდგინეს.
სხომაზე გატანილ საკითხთა ნაწილს ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.