ძლიერი ნალექის შედეგად, მარნეულში ქუჩები დაიტბორა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე ალგეთი კალაპოტიდან გადმოვიდა და ბაზრის ტერიტორია დატბორა.
მარნეულის მაცხოვრებლების თქიმით, უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეექმნათ, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის, პირველი სართულის მაცხოვრებლებსაც.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.
ინფორმაციას, რადიო მარნეული ავრცელებს.