ევროპის სოლიდარობის კორპუსი გრძელვადიან მოხალისეობრივ პროგრამას ლიეტუვაში აცხადებს. პროექტი 2024 წლის ივლისში დაიწყება და 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.
მოხალისეები საბავშვო ბაღში და ბავშვთა სოფელში იმუშავებენ.
პროექტის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ჯიბის ფულის ხარჯები.
პროექტზე განაცხადის შესატანად გააგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: georgianyouth@gmail.com
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 30 მაისია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს ან Facebook გვერდს.