2024-05-24 18:58:17
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ხანძარი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ელექტრო ენერგიის სადენებს გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.