ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცს შენობაში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დახვდა და მძარცველი უკან გაიქცა.
პირს ბანკიდან თანხა არ წაუღია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.