"Georgian Youth for Europe"-ის პარტნიორი ორგანიზაციები პოლონეთიდან განცხადების მიღებას იწყებენ. პროექტები 2024 წლის სექტემბერში დაიწყება და 6-დან 12 თვემდე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.
მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.
პირველ პროექტზე განაცხადის შესატანად შეავსეთ მითითებული სააპლიკაციო ფორმა და გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: georgianyouth@gmail.com
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
მეორე პროექტზე განაცხადის შესატანად გააგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: georgianyouth@gmail.com
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს ან Facebook გვერდს.