2024-05-19 19:16:12
ქუთაისში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით "ნივას" მარკის ავტომობილის მართვის დროს შუა ხნის კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ავტომობილი კი ბორდიურს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.