ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით რუსთავში მსვლელობა გაიმართება

2024-05-16 17:33:59

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ხვალ რუსთავში მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების რუსთავის სადროშოს მეთაურმა, ვასილ ძირკველიშვილმა განაცხადა. .

"17 მაისი, უკვე წლებია, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის კურთხევით, ოჯახის სიწმინდის დღედაა გამოცხადებული. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ ყოველ წელს ვაწყობთ მსვლელობას და მოვუწოდებთ მთელს ერს, ჩაერთონ ამ ღონისძიებაში.

ეს ღონისძიება ყველა ქალაქში ტარდება, მათ შორის, რუსთავში და შესაბამისად, ჩვენც გვინდა ვაჩვენოთ ჩვენი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ. გვინდა, რომ ყველა შემოგვიერთდეს",  განაცხადა ვასილ ძირკველიშვილმა.

მსვლელობა 09:00 საათზე, გმირთა მემორიალიდან დაიწყება და იუსტიციის სახლამდე გაგრძელდება.

მოგვიანებით, მსვლელობა, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილ ღონისძიებას შეუერთდება.