პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეც. დანიშნულების რაზმი რამდენიმე მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა. [ვიდეო/video]
კადრებში, რომელიც "ინფო რუსთავმა" გადაიღო, ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცავები მომიტინგეებს აკავებენ და საპოლიციო კორდონში შეჰყავთ, მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.
პოლიციელების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს 20 პირი დააკავეს, აქედან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.