პარლამენტთან აქცია ლოზუნგით - "გავათენოთ საქართველოსთვის" მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან, 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოსმენა აქვს დაგეგმილი.
მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ ყველა ის ნივთი, რაც მათივე შეფასებით დაეხმარებათ "უსაფრთხოდ ყოფნაში". აღნიშნული ნივთებია - საძილე ტომრები, აირწინაღები და დამცავი სათვალეები.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები სკანდირებენ: "კი ევროპას! არა რუსულ კანონს". ამასთან აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.