მდინარე ნაკრაში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს.
ანამდე, 5 მაისს იპოვეს კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი.
მე-3 მოზარდის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ისხდნენ ორი მე-12 კლასელი და ერთი 14 წლის მოზარდი.