თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე საცობია წარმოქმნილი.
ავტომობილების განსაკუთრებულად დიდი ნაკადი მცხეთასთან და რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე პერიმეტრზე შეინიშნება.
უნდა აღინიშნოს, რომ საავტომობილო მოძრაობა პარალიზებული გზის არცერთ მონაკვეთზე არ არის, სატრანსპორტო საშუალებები მაგისტრალის ზოგიერთ წერტილში მხოლოდ მცირე შეფერხებით გადაადგილდებიან.