იცოდი? - ვინ დააპროექტა ახალი რუსთავი გასულ საუკუნეში

2024-05-04 03:14:21

იცოდი? - ვინ დააპროექტა ახალი რუსთავი გასულ საუკუნეში.

მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს შორის არქიტექტურულ განსხვავება ერთი შეხედვითაც დაინახავთ.

რაც უფრო მარცხენა სანაპიროდან ქალაქის შემოსასვლელისკენ წამოხვალთ კორპუსების სართულიანობა იზრდება.

მეგობრობის პირველი ნაწილის, შიდა ქუჩებითა და თბილისის ქუჩას, ასევე შიდა ქუჩებით ძველი რუსთავის არქიტექტურული მახასიათებლები შენარჩუნებული აქვს დაბალსართულიანი შენობების სახით.

ეს იმიტომ, რომ ქალაქის ამ ნაწილში და მარცხენა სანაპიროზე სამშენებლო პროცესი თითქმის ერთდროულად მიმდინარეობდა.

ავტორი ახალი რუსთავის ამ ნაწილის დაგეგმარების დიმიტრი მელიქიშვილი, მიხეილ ნეპრინცევი და ზ. ხურცილავაა.


1970-1972 წლებში შემუშავებული რუსთავის გენ-გეგმის ავტორი დიმიტრი მელიქიშვილი იყო. ძველი რუსთავის ე.წ. სტალინისტური არქიტექტურა ახალ რუსთავში 8-9 სართულიანმა კორპუსებმა შეცვალა

სწორედ ამ პერიოდში იწყება 120 ბინიანი საცხოვრებელი სახლების აქტიური მშენებლობის პროცესი.


ნელი გვასალიასთან, გივი მეტრეველთან, თეიმურაზ ხოჯავასთან ერთად სწორედ მელიქიშვილმა დააპროექტა რუსთავში 300 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო.

მისივე დაპროექტებულია იაღლუჯის მთაზე 1971 წელს გამაჯანსაღებელი კომპლექსი.

გივი მეტრეველს მონაწილეობა აქვს ასევე ახალ რუსთავში საცხოვრებელი სახლების დაპროექტებაშიც.

კიდევ ერთი არქიტექტორი, რომელიც მარჯვენა სანაპიროს დაგეგმარებაში აქტიურად მონაწილეობდა ივანე ჩხენკელი იყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები