საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
„ვადევნებ თვალ-ყურს ამ საღამოს მოვლენებს სასახლიდან და თქვენს გვერდით ვარ. არაჩვეულებრივი, დღევანდელი გამოსვლები აჩვენებს და მთელი მსოფლიო გვიყურებს და აჩვენებს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანმიმართულობას და ეს არის უდიდეს ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა რომელიც მთავრდება არჩევნებზე, რომ საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი.
მე მინდა ამავე დროს მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ამ დონეზე თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ.
მინდა მივმართო მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება, იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებული არის ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და გადის ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს, ამ ხელისუფლების მიერ და რომელიც გვაშორებს ევროპული გზიდან, ეს არის ჩვენი მიზანი, ასე, რომ კარებზე არაფერი არ გადაწყდება გარდა იმ გაზის გამოშვებისა და რაღაცა ძალადობა, რაც არ არის საჭირო რომ გამოვიწვიოთ იმიტომ, რომ ძალადობასთან უთუოდ გვექნება საქმე მომავალში.
დღეს არის ვნების კვირა, დღეს არის ის პერიოდი, სადაც არ შეიძლება გამოწვევა ძალადობის, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ჩვენ ეს ვიმყოფოთ და ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ მსოფლიოს, რა არის საქართველო და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას".