რუსთავის სასამართლომ პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო [video]

2024-04-30 23:36:09

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაია შოშიაშვილმა პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო.

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე გოგონას დედა და ბიძა დამნაშავედ ცნო.

ნადიკ მაგარამოვასა და ეგანა მაგარამოვას სახელმწიფო ბრალდება დანაშაულის შეუტყობინებლობასა და არასრულწლოვანის იძულებით ქორწინებას ედავებოდა.

ბრალდების გამოცხადებამდე ბოლო სიტყვით ისარგებლა ეგანა მაგარამოვამ და განაცხადა, რომ ის არათუ დამნაშავე, არამაედ დაზარალებულია.

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართვას აპირებს დამნაშავედ ცნობილი ეგანა მაგარამოვას უფლება დამცველი ალი ბადიროვი.

დღეს მოსამართლე მაია შოშიაშვილმა თავის მანტიასა და სასამართლო ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა. მან გადაარჩინა პროკურატურა, უმტკიცებულოდ დარჩენილი პროკურატურის დაკვეთა შეასრულა. უდანაშაულო ეგანა მაგამაროვა ცნო ორივე ბრალდებაში დამნაშავედ. მან განმარტებაშიც კი ვერ დაასახელა ვერცერთი მოწმე, ვის ჩვენებასაც დაეყრდნო. ვერ განმარტა რატომ მოიღო ასეთი უაზრო გადაწყვეტილება. ამიტომ უსამართლო სასამართლოს პირობებში გვრჩება ერთადერთი ნაბიჯი პრეზიდენტის ინსტიტუტი. პრეზიდენტი, რომელიც აკვირდება გახმაურებული საქმეების მტკიცებულებებს, იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში დააკვირდება და გაეცნობა მტკიცებულებებს”,- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მეორე ინსტანციის იმედი დიდად არ აქვთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები