საქართველოს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს" დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.
პარალელურად პარლამენტთან კანონის საწინააღმდეგო ორი აქციაა ჩანიშნული.
30 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ჩაინიშნა.
აქციები 12:00 და 19:00 საათზეა დაგეგმილი.
"საქართველოს მთავრობა 30 აპრილს "რუსული კანონის" მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტთან: დილას 12:00 საათზე და საღამოს 19:00 საათზე", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 30 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივ მარშს გამართავენ.