ევროპის სოლიდარობის კორპუსი მოკლევადიან პროექტს სომხეთში აცხადებს. პროექტი 2024 წლის 11 ივლისს დაიწყება და ამავე წლის 21 აგვისტოს დასრულდება. მოხალისეობრივი საქმიანობის თემატიკა ჩართულობა, ახალგაზრდების გაძლიერება, ადამიანის უფლებები და მშვიდობა გახლავთ.
ასაკობრივი ზღვარი 18-დან 30 წლამდეა.
პროექტზე დაფინანსებულია მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.
პროექტზე განაცხადის შესატანად გააგზავნეთ თქვენი ინგლისურეონავნი სივი და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: liene.bekere@gmail.com
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 5 მაისია.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითიტებულ Facebook გვერდს.