საბერძნეთში ქართველმა 43 წლის მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა ქალაქ სიტიაში მოხდა.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და წერს, რომ ქართველი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ქუჩაში გამვლელებს შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც კაცმა მას შენიშვნა მისცა.
მედიის ცნობით, 27 წლის ახალგაზრდა კაცს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ცივი იარაღით მხარში დაჭრა.
დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება.
საქართველოს მოქალაქე პოლიციამ ადგილზე დააკავა.