რუსთავში, თოდრიას ქუჩის მიმდებარედ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
"ინფო რუსთვის" ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე კაცია.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მე-8 სართულის აივნიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.