ქმრის მიერ მპკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის განაჩენს მოსამართლე მაია შოშიშვილი, სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს.
დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.
საქმის პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებამ დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოპოვებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, დაკავებულების ბრალეულობას უტყურად ადასტურებენ.
დედის ადვოკატი ამბობს, რომ ეგანა მაგარამოვა მუქარისა და იძულების მსხვერპლი იყო ძმის მხრიდან, აქედან გამომდინარე, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.
შეგახსენებთ, საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა რამდენიმე თვის წინ ქმარმა მოკლა.
14 წლის არასრულწლოვნის საქმეზე ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები არიან და ბრალი აქვთ წარდგენილი ბავშვის დედასა და ბიძას. ხოლო მკვლელობაში ბრალდებულ "ქმარს" ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლითაც დაუმძიმდა.