იცოდი? - რომ თითქმის 40 წლის წინ რუსთავს სხვა შემოსასვლელი ჰქონდა

2024-04-25 17:28:24

იცოდი? - რომ თითქმის 40 წლის წინ რუსთავს სხვა შემოსასვლელი ჰქონდა.

თითქმის 50 წლის განმავლობაში რუსთავს სხვა შემოსასვლელი ჰქონდა. ავტომობილები ქალაქში შემოსასვლელად იყენებდნენ გზას, რომელიც იაღლუჯის ფერდის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყებოდა, რის შემდეგაც თბილისის ქუჩიდან შემოდიოდნენ.

ანუ ავტომობილები გვერდს უქცევდნენ ქალაქს და თბილისის ქუჩიდან დღევანდელი ცურტაველის ქუჩამდე ჩადიოდნენ, გმირთა მემორიალამდე, და სწორედ იქიდან ხვდებოდნენ მარჯვენა სანაპიროს შიდა ქუჩებზე.


70-80-იან წლებში მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე ახალი უბნების მშენებლობამ ახალი შემოსასვლელის საჭიროება გააჩინა.

ქალაქის ახალი შემოსასვლელის გაკეთების იდეა მაშინდელ საქალაქო კომიტეტის პირველ მდივანს, ჟიული შარტავას ეკუთვნოდა.

სხვა ყველა მიზეზთან ერთად ახალი შემოსასვლელი მშენებლობა თბილისის ქუჩის გზის მცოცავი გრუნტის გამოც დაიწყო. თბილისის ქუჩაზე ადვილად ზიანდებოდა გზის საფარი და ხშირად სჭირდებოდა რეაბილიტაცია.


ქალაქის დღევანდელი შემოსასვლელი ადგილზე ადრე ტრიალი მინდორი იყო.

გზის პროექტი თბილისელმა და რუსთაველმა არქიტექტორებმა დააპროექტეს და სამშენებლო პროცესი 1987 წლის გაზაფხულზე დაიწყო.


ჟიული შარტავას ყოველდღიური თათბირი სწორედ ქალაქის შემოსასვლელიდან იწყებოდა, სადაც სამუშაოების მონიტორინგს ატარებდა. სწორედ შემოსასვლელში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ მიდიოდა სხვა მიმდინარე პროექტების სანახავად.

ახალი შემოსასვლელი სამშენებლო პროცესი იმავე წელს, 1987-ში, შემოდგომას დასრულდა. მაშინდელი ფულით პროექტი 250 000 მანეთი დაჯდა.

ახალ შემოსასვლელთან აშენდა საქალაქთაშორისო ავტოსადგური, საიდანაც ავტობუსები გორის, თელავის, ახალციხის და სხვა ქალაქის მიმართულებით გადიოდა.


მანამდე რუსთაველებს რეგიონებში წასასვლელად, ჯერ თბილისში ჩასვლა უწევდათ ხოლმე და სწორედ იქიდან მიჰყვებოდნენ სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები