კომპანია "ჯივიპი" რუსთავში წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ხვალ, 26 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში 1500 მეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდა, 4 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა და 3 საკვანძო ჭა მოეწყო, რაშიც კომპანიამ 1,6 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
წყალმომარაგების ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 26 აპრილს, 15:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 26 აპრილს, დღის 15:00 საათიდან 27 აპრილის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავში: მე-11, მე-12, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 მიკრორაიონებს, გოგოლის, ნეკრასოვის, სამშვილდეს, ტოლსტოის, კახეთის, მცხეთის, ბერიტაშვილის, ჯავახიშვილის, სამგორის, მაზნიაშვილის, ზედგენიძის, ჯავახიშვილის, რჩეულიშვილის, გრანელის, ჩეხოვის, ჩაპაევის, ბარნოვის, გიორგაძის, პუშკინის, ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, ღლონტისა და ტაბიძის ქუჩებს; ტურგენევის, ალუბლების, წულუკიძის, აღმაშენებლის, ქუჩიშვილის, ბელიაშვილის, სანაპიროს და გუდიაშვილის ქუჩებს გასასვლელებითა და ჩიხებით.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.