იტალიაში, სან დორლიგო დელა ვალეში ქართველი დააკავეს.
დაკავებული მიგრანტები უკანონოდ გადაყვანაშია ეჭვმიტანილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს აედევნა, რა დროსაც ქართველმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, მიგრანტებმა გაქცევა შეძლეს და მათ პოლიცია ეძებს.