"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ იღებს მონაწილეობას, რადგან თანამდებობების გადანაწილება არ არის პრიორიტეტული, როგორც ეს ივანიშვილის და გახარიას პარტიებისთვისაა. რუსული კანონის პარალელურად კი, რაც დღეს რუსთავის საკრებულოში ხდებოდა, არის სრულიად ამაზრზენი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არა რუსეთის ნაწილი", - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ჯუბა მგელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობის პარალელურად, ამ თემაზე საუბარი უმნიშვნელოა, რადგან დღეს ქვეყნის ბედი წყდება.
"რუსული კანონის" პარალელურად, ამ თემებზე საუბარი არის უმნიშვნელო. დღეს ქვეყანაში წყდება ქვეყნის ბედი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ იღებს მონაწილეობას. ჩვენთვის ამ დროს არ არის პრიორიტეტი თანამდებობების გადანაწილება. ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ თუ ვის აინტერესებს თანამდებობები და ვინ ძიძგნის ერთმანეთს ამ თანამდებობების გადანაწილებაში. ეს არის ივანიშვილის პარტია და გახარიას პარტია, რომლებსაც ვერ გაუყვიათ თანამდებობები და დღეს რაც ხდებოდა, იყო სრულიად ამაზრზენი ჩვენთვის, რადგან დღე ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები მიდის ქვეყანაში, რომ ქვეყნის ბედი წყდება. ჩვენთვის მთავარია საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არა რუსეთის ნაწილი. ეს ის მნიშვნელოვანი პროცესები, რაც ჩვენ გვანაღვლებს", - განაცხადა ჯუბა მგელაძემ.
ჯუბა მგელაძის განცხადებას, "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული კურსი და არა თანამდებობები. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება რუსთაველი ხალხის გვერდით, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თაკო მეტრეველმა.
მისი თქმით, რუსთავის საკრებულოში დღეს მომხდარი დაპირისპირება არის ამაზრზენი და მიმდინარე პროცესებიდან რუსთავის მოსახლეობა ძალიან სწორ დასკვნას გამოიტანს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული კურსი და არა თანამდებობები. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" იყო, არის და იქნება რუსთაველი ხალხის გვერდით. პირდაპირ ვიტყვი - ის, რაც დღეს რუსთავის საკრებულოში ხდება, არის ამაზრზენი და რუსთავის მოსახლეობა ამ პროცესებზე ძალიან სწორ დასკვნას გამოიტანს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არჩევნებზე რუსთავის მოსახლეობა სწორ არჩევანს აუცილებლად გააკეთებს. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და არ მივცემთ საშუალებას "რუსულ ოცნებას", ეს ქვეყანა რუსეთის უკანა ეზო გახადონ", - განაცხადა თაკო მეტრეველმა, რომლის კომენტარსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.