აღდგომის დღესასწაულების გამო, რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისებს დანიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
დამატებითი რეისები პირველიდან 6 მაისის ჩათვლით ჩაინიშნა:
თბილისი-ფოთი 08:40 (გასვლის დრო); ფოთი-თბილისი 16:10 (გასვლის დრო)
თბილისი-ბათუმი 00:30 (გასვლის დრო); ბათუმი-თბილისი 00:15 (გასვლის დრო)
თბილისი-ბათუმი 10:25 (გასვლის დრო); ბათუმი-თბილისი 17:20 (გასვლის დრო)