ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება, დასჯადია.
"1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური მოჭრა, განადგურება - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით", - ნათქვამია კანონში.
იქიდან გამომდინარე, კონკრეტულად რა მწვანე ნარგავი მოიჭრა და რამდენი, ასევე როგორია გარემოსთვის მიყენებული ზიანი, შესაძლოა, პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს.