თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველასა და თავხელიძის კვეთაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.
შემთხვევის დროს მოტოციკლის მძღოლი დაშავდა და ის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.
ფოტო: მთავარი არხი