ბოლო დროს, SOCAR-ის სახელით სხვადასხვა სახის შეტყობინებები ვრცელდება, რომლითაც მოსახლეობას SOCAR-ის აქტივებში ინვესტირებისკენ მოუწოდებენ. კომპანია გაფრთხილებთ, არ დაუჯეროთ ამ თაღლითურ სქემას და მსგავს შეთავაზებებში ინვესტიცია არ განახორციელოთ.
მომხმარებლებს სოკარის მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ ოფიციალური წყაროებიდან (საიტი: http://SGP.GE , FB ოფიციალური გვერდი). ასევე, ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება შეგიძლიათ ცხელ ხაზზე: *0001.
გთხოვთ, ფინანსური გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებლად გადაამოწმოთ ინფორმაცია, რომ არ გახდეთ ინტერნეტთაღლითობის მსხვერპლი.