ეზოში ჩატარებული რა სამუშაოსთვის შეიძლება დაჯარიმდეთ

2024-04-17 13:00:15

რუსთავში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხის მოჭრისთვის, შესაბამისი ნებართვაა საჭირო.

თუ ხის მოჭრას თვითნებურად გადაწყვეტთ, შესაძლებელია, დაჯარიმდეთ. 

"ხის მოჭრის მოთხოვნით, მოსახლეობამ განცხადება მუნიციპალური სერვისების ცენტრში უნდა შეიტანოს.

ამის შემდეგ, მისი მდგომარეობის და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რუსთავ სერვისცენტრი იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა მიზანშრწონილია ამა თუ იმ ხის მოჭრა", - აცხადებენ მერიაში.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი კანონდარღვევისთვის გარემოს ზედამხედველობის სამსახური აჯარიმებს. 

 

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები