2024-04-16 23:45:25
დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა.
მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.
გარდაცვლილები და-ძმა არიან. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.