ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთან ხმაური.
პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მოქალაქეებს მოუწოდა გადაინაცვლონ შენობის შესასვლელთან, რათა პარლამენტში ვერავინ შევიდეს და გამოვიდეს.
ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც იყო.
პოლიცია ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობს.