საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
"სამოქალაქო საზოგადოების მასიური მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში "რუსული კანონის" წინააღმდეგ. "სპეცნაზი" წყლისა და გაზის ბალონებით მზად არიან გადავიდნენ მოქმედებაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს. დაკავებები გრძელდება. საქართველო არ შეეგუება რუსეთიზაციას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.