რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე ავარდა და რკინის ღობე შეანგრია.
მომხდართან დაკავშირებით რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში განგვიცხადეს, რომ შემთხვევის დროს არცერთი მგზავრი არ დაშავებულა.
"სამწუხაროდ, მძღოლი გახდა შეუძლოდ და ამიტომ დაფიქსირდა ავტოსაგზაო შემთხვევა. არცერთი მგზავრი არ არის დაშავებული და მძღოლიც კარგად გრძნობ თავს. ამბობს, რომ თვალებში დაუბნელდა და არ ახსოვს რა მოხდა. დილით გავლილი აქვს შემოწმება და ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. ავტობუსი ტექნიკურად დათვალიერებულია და მწყობრშია",- განგვიცხადეს რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.