რუსთავის საკრებულოს წევრი, ნინო სულაძე პარტია "ლელოს" შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსთავის საკრებულოში ფრაქციის საქმიანობა კიდევ უფრო მეტი ენერგიით და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდება.
"ჩვენ გვიერთდება წარმატებული, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რუსთავის საკრებულოს ქონებისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე, განათლების მაგისტრი, ნინო სულაძე, რომელმაც თავისი საქმიანობით თავი დაამახსოვრა რუსთაველებს. იგი გამორჩეული ახალგაზრდაა თავისი ხედვით და მისი შემოერთება "ლელოსთვის" ნიშნავს, რომ ჩვენ განაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას რუსთავის საკრებულოში კიდევ უფრო მეტი ენერგიით და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იქნება ჩვენი მხრიდან, რომ რუსთაველების ყველა საჭირბოროტო საკითხი მაქსიმალურად იყოს მოგვარებული, მაქსიმალურად ყურადღებით და მოკლე ვადებში", - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ინფორმაციისთვის, ნინო სულაძე რუსთავის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით შევიდა.