შვეიცარიაში 34 და 38 წლის ქართველები დააკავეს.
მედიის ცნობით, ისინი 10 აპრილს, ბინის გაქურდვის დროს შენიშნეს. ეჭვმიტანილებმა გაქცევა მოახერხეს, თუმცა, პოლიციამ მათი აყვანა შეძლო.
ხანმოკლე ჩხრეკის შემდეგ, ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერეს, სადაც როგორც მედია წერს, ქართველები იმყოფებოდნენ.
თავდამსხმელებმა სახლიდან ვერაფრის წაღება მოახერხეს.
მიმდინარეობს გამოძიება.