რუსთავში, მეგობრობის N27 მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო მოსახლეობას პრობლემები ექმნება.
ჭებიდან საკანალიზაციო მასები ამოდის და ეზოში მიედინება.
"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის კომპანია GWP-ის დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან.
"კანალიზაციის დაზიანებით იყო შემოსული განცხადება ორი დღის წინ. ჯგუფი იმავე დღეს მივიდა ადგილზე და გაწმინდა ქსელი. დღეს ისევ დაგვიკავშირდნენ და ისევ გაბიდნულია საკანალიზაციო სისტემა. გზაში არიან და მივლენ ადგილზე და გაწმენდენ კიდე. პრობლემა არის ის რომ საკანალიზაციო სისტემაში ისეთი ნარჩენების ჩაშვება ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს. შემდეგ ეს იწვევს ქსელი გაჭედვას. ქსელი დაზიანებული არაა", - აცხადებენ GWP-ში.