ქვემო ქართლში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა.
შემთხვევა მარნეულში მოხდა და ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.