რუსთავში რამდენიმე ათას აბონენტს დენი გაეთიშება.
როგორც კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, დაგეგმილი სამუშაოების გამო 8 აპრილს 10:00-დან 10:02-მდე დენი არ ექნებათ შემდეგ მისამართებზე: რჩეულიშვილის, გიორგაძის, ნეკრასოვი, გრანელის, სამშვილიდის, ზედგენიძის, ბერიტაშვილი, ბელიაშვილი, გოგოლის, მცხეთის, გ. ჯავახიშვილის, ბარნოვის.
იგივე მისამართებს დენი გაეთიშებათ 11:58-დან 12:00-მდეც.
ასევე დენი არ ექნებათ 10:30-დან 18:00-მდე: ფალიაშვილის ქუჩა კორპ#5-5ა-5ბ-7-7ა-7ბ, მეგობორობის#22.