რუსთავში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტის თვეში მონიტორინგის დროს 6 ობიექტი დააჯარიმა.
როგორც "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, გასულ თვეში ქალაქის მასშტაბით ინსპექტირება 76 ობიექტში განხორციელდა, დოკუმენტურად შემოწმდა 30 ობიექტი, ნიმუშის აღება მოხდა 19 ობიექტზე.
ბიზნესოპერატორების დაჯარიმების მიზეზი 3 შემთხვევაში ვადაგასული პროდუქტის რეალიზაცია იყო, ხოლო 3 შემთხვევაში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა.
ჯამში, ქვემო ქართლში, ინსპექტირება 134 ობიექტში ჩატარდა, დოკუმენტური შემოწმება 172 58 -ში, ნიმუშის აღება მოხდა 43-დან, ხოლო დაჯარიმდა 19ობიექტი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაწესებულებების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებენ.
ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი მანამ, სანამ ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.