რუსთავში რამდენიმე ქუჩას წყალი თითქმის 24 საათია არ მიეწოდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მოქალაქეებმა განუცხადეს, წყალი არ აქვთ მე-20 მკრნ-ს.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "ჯივიპი რუსთავს", სადაც აცხადებენ, რომ წყლის გათიშვა ტაშკენტის ქუჩის მიმდებარედ დაზიანების გამო მოხდა.
წყალი არ მიეწოდება მე-20 მკრნ-ის მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 კორპუსებს.
კომპანიის თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და აბონენტებს წყალმომარაგება სრულად 14:00-თვის აღუდგებათ.