სამტრედიაში 30 წლამდე ქალმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მკვლელობისთვის ბრალდებული ქალი სამართალდამცავებმა დააკავეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.