დმანისში, ფიზიკური დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს. დაჭრილებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,მომხდართან დაკავშირებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.