ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბინაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
მეზობლების ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში ავეჯს გაუჩნდა, რის შედეგად ერთმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული და დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იმყოფებიან, ხოლო ბინაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.