იტალიაში 29 წლის ქართველი დააკავეს. [ვიდეო/video]
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში ლეგალურად იმყოფებოდა, ქალაქ მატერაში ერთ-ერთ ტოტალიზატორში სამზარეულო დანით შეიჭრა.
ტოტალიზატორის თანამშრომელს დანის მუქარით თანხა, 6000 ევრო, წაართვა და ადგილიდან მიიმალა.
იტალიური მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში პოლიციამ საქართველოს მოქალაქის სახლში მოპარული თანხა იპოვეს, სახლის მახლობლად ნაგვის ურნაში კი ის ტანსაცმელი, რომელიც კაცს ძარცვის დროს ეცვა.
ახალგაზრდა ქართველს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ძარცვა ედება.