ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ბათუმში, 8 სუბიექტი აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის მესამეჯერ გადამეტების გამო 10 000 ლარით დააჯარიმეს.
"მუნიციპალურმა ინსპექციამ ხმაურის ნორმის განმეორების ფაქტზე დააჯარიმა ერთი სუბიექტი 5000 ლარით, 4 კი პირველივე შემთხვევაზე 1500 ლარით.
აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით მიმდინარე წელს სულ 21 შეტყობინება შემოვიდა. სპეციალური აპარატით გაზომვის შემდეგ, მათ შორის 13 ობიექტზე ნორმის გადაჭარბება დაფიქსირდა.
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმის ოდენობა გასული წლის ბოლოს გაიზარდა. მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნულზე მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში ყოველდღიურად ახორციელებს", - წერს ინსპექცია.