რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ზვავსაშიშროების გამო, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია კიდევ ერთხელ შეწყდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველები ზვავში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე გააგრძელებენ.
ადგილზე იმყოფება შსს-ს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც, რომელმაც სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც უკვე 30 საათია დიტო გოგოლაძეს ეძებენ.
შეგახსენებთ, დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილ შუა ხნის კაცს მეორე დღეა ეძებენ.