სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
3 დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.