32-ე სკოლიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც ირკვევა, მოზარდები სამედიცინო დაწესებულებაში პრევენციის მიზნით იქნენ გადაყვანილი.
შეგახსენებთ, თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწავლემ სკოლაში ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის სკოლის დირექტორისა და თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს.